ადვოკატის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი კლინიკიდან რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ პენიტენციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ დაუდასტურა.

„ის უკვე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში იყო სტაბილური და ექიმის რეკომენდაციის თანახმად, შესაძლებელი იყო, მისი პენინტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.

ადვოკატის თქმით, ხვალ 18:00 საათზე, დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარს შეიტანს.

„ამ საღამოს ჩავიბარეთ მოსამართლის განჩინება, შესაბამისად ხვალ 18:00 საათამდე ჩაბარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი, რომელსაც შემდგომ სასამართლო გადაგზავნის სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 19 დეკემბერს, საავადმყოფოში იმსჯელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა