ანა ნაცვლიშვილი - მაშინ, როდესაც საზოგადოება შეძრულია 15 წლის მოზარდის ტრაგედიით, სახელმწიფო მანქანა კიდევ ერთხელ დაკავებულია დანაშაულებრივი სისტემისთვის ხელის დაფარებით

მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება შეძრულია 15 წლის ლუკა სირაძის უმძიმესი ტრაგედიით, რომელიც მთელი ქვეყნისთვის არის უზარმაზარი ტკივილი, სახელმწიფო მანქანა ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიოს ეს უმძიმესი დანაშაული, დაკავებულია კიდევ ერთხელ იმით, რომ ხელი დააფაროს დანაშაულებრივ სისტემას, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, გავრცელებული კადრებით აღმოჩნდა, რომ პოლიციის გამომძიებელი, ბრალდებული მარიანა ჩალოიანი „ძალიან კარგად არის და გადაადგილება არ უჭირს“.

„ კადრები და თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ბრალდებული ჩოლოიანი რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია და სახელმწიფო უწყებები გვიმტკიცებდნენ, რომ ის ცუდად ყოფნის გამო, პროცესზეც ვერ გამოცხადდა, წართმეული ჰქონდა მოძრაობისა და მეტყველების უნარი, აღმოჩნდა, რომ ის ძალიან კარგად არის, მას არ უჭირს გადაადგილება, ასვლა - ჩასვლა საავადმყოფოს სხვადასხვა სართულზე და დღეს ის მშვენიერ ხასიათზე, თავისი ფეხით ტოვებდა საავადმყოფოს შენობას. ეს არის გაგრძელება უტიფარი და დანაშაულებრივი ტყუილების ხაზისა, რომელიც შემოიღო ხელწერად ხელისუფლებამ. ერთის მხრივ, საზოგადოებას, სკოლას, მშობლებს, ვის აღარ ამუნათებენ მომხდარის გამო და მეორეს მხრივ, დაკავებულნი არიან არა დანაშაულის გახსნით, არამედ აგრძელებენ დანაშაულებრივი სისტემისთვის ხელის დაფარებას,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო