ადვოკატი - ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში პეტრე ყუფარაძემ წაიყვანა, ეს დანაშაულის დაფარვა არ არის

ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში პეტრე ყუფარაძემ წაიყვანა, ეს დანაშაულის დაფარვა არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლითაა დაკავებული, აღმოუჩინა ცოტნე გამსახურდიას პირველადი დახმარება.

„ამ მუხლს არ დავეთანხმებით, რადგან მან წაიყვანა საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდია. ადგილზე პოლიცია რომ მივიდა, იქ იყო. არ დავეთანხმებით ამ მუხლს, რადგან დანაშაულის დაფარვა არ არის. სასწრაფო უბანში ბიჭებმა გამოიძახეს. პეტრემ დააწვინა საკაცეზე და წაიყვანა საავადმყოფოში. მას უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ უნახავს. თქვა, რომ ჩხუბი იყო და გასაშველებლად რომ მივიდა, გაიქცნენ. იხსენებს, რომ ცოტნეს ხელი რომ მოკიდა, ის ჩაიკეცა, სისხლი მოსდიოდა თავიდან და მხრიდან, თავად დაჭრის ფაქტი არ უნახავს და არც იცის ვინ დაჭრა", - განაცხადა არობელიძემ.

მისივე განმარტებით, პეტრე ყუფარაძე მხოლოდ ერთ დაკავებულს იცნობს, რომელიც მისი მეზობელია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია