მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა "გაბედე" ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან  გადადგომა მოითხოვეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა "გაბედეს" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. მოძრაობის წევრებმა 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და მათ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებისა და მოძრაობის წევრების შეფასებით, ლუკა სირაძე „სისტემის მსხვერპლია“.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც უამრავი ახალგაზრდა შეიწირა. სისტემა არის პრობლემური, არ გამოსწორებულა არაფერი. ძალოვანი უწყებები კარგად არ ასრულებენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს. სუს-ი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურები, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის მსახურადაა გადაქცეული, ემსახურება ერთი ადამიანის ინტერესებს და არა ქვეყნის ინტერესებს. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი წელიწადი და 9 თვით ჩასვეს ოკუპანტებმა. სწორედ ეს არის პრობლემა და ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ ახალგაზრდები",-განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ნათელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა