მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განუცხადა, დაცვის მხარე ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, ისინი საჩივარში უთითებენ, რომ მარიანა ჩოლოიანს გირაოსთან ერთად ის დამატებითი ღონისძიებები დაუწესდეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ადვოკატების საჩივართან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.

მარიანა ჩოლოიანი კლინიკიდან რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს