ანა დოლიძე „ლელო საქართველოსთვის“ ყრილობაზე - კაზინოების რეგულირებისთვის, წამლების გაიაფებისთვის, სასამართლოს თავისუფლებისთვის, თუ  ვითანამშრომლებთ, მხოლოდ მივესალმები

ამ ეტაპზე პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, რომ მექნება გაიგებთ, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, აქვს თუ არა მას პოლიტიკური გეგმა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ის კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის, კაზინოების რეგულირებისთვის, წამლების გაიაფებისთვის, სასამართლოს თავისუფლებისთვის იბრძვის და ამ საკითხებზე პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“ თანამშრომლობას მიესალმება.

„მე დღეს აქ ვარ მოსული სტუმრის სტატუსით. როგორც სხვა ბევრ ადამიანს, მაინტერესებს „ლელოს“ ხედვა, გეგმა, სტრატეგია, ადამიანები, რომლებიც არიან „ლელოში“. ტაქტიკურად, ძალიან ბევრ თემებზე იცით თქვენ ჩემი ბრძოლები, კაზინოების რეგულირებისთვის, წამლების გაიაფებისთვის, სასამართლოს თავისუფლებისთვის, თუ ამ თემებში ჩვენ ვითანამშრომლებთ, მხოლოდ მივესალმები. ამ ეტაპზე გეგმები მაქვს კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რა თემებზეც მე ვიბრძვი. ამის იქეთ მე გეგმები არა მაქვს. რომ მექნება თქვენ გაიგებთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო