ზაალ უდუმაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბათუმიდან დაიწყება ივანიშვილის რეჟიმის დამხობა

ივანიშვილმა მოახერხა, რომ მთელი საქართველო გააერთიანა თავისი თავის წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა, რომელიც დაასრულებს საბოლოოდ ივანიშვილის რეჟიმს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბათუმში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი საქართველოდან უნდა წავიდეს და ქვეყანა მხოლოდ ამ შემთხვევაში დაისვენებს.

„სწორედ ბათუმიდან იწყებოდა ხოლმე დიდი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში და ახლაც, დარწმუნებული ვარ, ბათუმიდან დაიწყება ივანიშვლის რეჟიმის დამხობა. „ერთადერთის წინააღმდეგ“ - ეს არის ზუსტად ის ლოზუნგი, რომლიც განსაზღვრავს პირდაპირ დღეს მოცემულობას ჩვენს ქვეყანაში. ივანიშვილმა მოახერხა, რომ მთელი საქართველო გააერთიანა თავისი თავის წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა, რომელიც დაასრულებს საბოლოოდ ივანიშვილის რეჟიმს. ძალიან ბევრი ითმინა ჩვენმა მოსახლეობამ ამ 7 წლის განმავლობაში და მართლაც, განუსაზღვრელი მოთმინების უნარი გააჩნია. ითმინა უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ითმინა გაზრდილი კრიმინალი, დამცირება, შეურაცხყოფა, მაგრამ აივსო მოთმინების ფიალა, როდესც ივანიშვილმა გადაწყვიტა ბოლო დაპირება, რომელიც გასცა საზოგადოებას, ის წაერთმია, არჩევნები წაერთმია. ჩვენ დავიბრუნებთ არჩევნებს და ამ არჩევნებით გავისტუმრებთ ივანიშვილს სახლში.

ყველა აქ დავრჩებით, ჩვენი ემიგრანტებიც ჩამოვლენ. მხოლოდ ერთი კაცი უნდა წავიდეს ქვეყნიდან და მაშინ დაისვენებს ეს ქვეყანა“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა