საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება - წევრთა საერთო კრება გამართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - წევრთა საერთო კრება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - თორნიკე ბაქრაძემ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ - დავით ახალაურმა და საგანმანათლებლო საბჭოს თავჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა წლიური ანგარიშები წარადგინეს.

„ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს იურიდიული პროფესიის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

საერთო კრებაზე ასევე გაიმართა ასოციაციის ეთიკის კომისიის ერთი ადვოკატი წევრისა და სარევიზიო კომისიის ერთი წევრის არჩევნები. ხმის დამთვლელი კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ეთიკის კომისიის წევრად არჩეულ იქნა ადვოკატი ხათუნა ფურელიანი, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატი გოჩა გარუჩავა”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა