პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე, თორნიკე ქვათაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე გაასაჩივრებს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულთა საქმის პროკურორის, მარიკა გოგოხიას განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თორნიკე ქვათაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს. ამის შესახებ გოგოხიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი მასალებით, შეაფასა სიტუაცია სამართლებრივად და ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა 4 პირის მიმართ, რომლებსაც შეეფარდათ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახედ. პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ჯგუფურად ორივეს შეეფარდათ პატიმრობა, რაც შეეხება ერთ პირს რომელსაც ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა სასამართლომ იმსჯელა, რომ ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. ჩვენ ამ გადაწყვეტილება გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში",- განაცხადა გოგოხიამ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი- თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა