ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი - ამ ეტაპზე მის გამოშვებას არ ველოდით

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის, რომან ნადირაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში არ გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ტატო ღარიბაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს 19-109 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულს არ აღიარებს.

„რაც შეეხება მეორე ფაქტობრივ გარემოებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით იყო ნათქვამი, ხელი რომ არ შეეშალოს გამოძიებას, რომ არ მიემალოს გამოძიებას, რაიმე ზემოქმედება არ მოახდინოს მოწმეებზე, ვინაიდან მას წარდგენილ აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ბრალი, ჩვენი პოზიციაა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. შესაბამისად, ჩვენ იქ დიალოგში არ შევსულვართ. არც გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რამეთუ არის ნიუანსები, რაც შემდგომში შეიძლება ბრალდებამ გამოიყენოს რომ ჩვენ ხელი შევუშალეთ გამოძიებას. გამოძიებით დადგინდება ყველაფერი. ამ ეტაპზე მის გამოშვებას არ ველოდით“, - განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს - პეტრე ყუფარაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი- თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ამავე საქმეში გიორგი სოლოღაშვილს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი. დანარჩენებს - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა