"ნაცმოძრაობამ" ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა.

გოცირიძის შეფასებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური დევნაა.

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად იქნება გასაჩივრებული. ნიკა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტეს, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ სხვა ინსტანციებს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა და პარტიის ლიდერის განეიტრალება წინასაარჩევნოდ. ყველა დეპუტატი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სამარცხვინო სიაში იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში," - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძე უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ნიკა მელიას უფლებამონაცვლეს, ბადრი ბასიშვილს მოძალადეს და ოდიოზურ ფიგურას უწოდებს. გოცირიძის თქმით, მოძალადეები და ზონდერები „ქართულ ოცნებაში“ არიან.

„შეუძლებელია, რომ არ დაამტკიცო დეპუტატის უფლებამოსილება. ასე უმრავლესობას შეუძლია, არჩევნების დამთავრებიდან პირველივე დღეს არ სცნოს ოპოზიციის უფლებამოსილება რაიმე მოტივით. ეს დიდი უაზრობა და სამართლებრივი ნონსესია. პარლამენტი ვალდებულია, ადგილმონაცვლე დაამტკიცოს.

კარლო კოპალიანი რაიკომის მდივნობაზე ოცნებობდა. მან 2 წელი რუსეთში ისწავლა და საქართველოში ჩამოსულს ქვეყანა დამოუკიდებელი, რაიკომები კი გაუქმებული დახვდა. ამ დეპუტატის განცხადების საპასუხოდ ვიტყვი, რომ ზონდერები და მოძალადეები არიან „ქართულ ოცნებაში“. ძალიან კარგად ვხედავთ ამ ზონდერების ნამუშევარს - თვალდათხრილ ადამიანებს, სისხლიან გარჩევებს და ოპოზიციაზე თავდასხმებს. არცერთი ეს ადამიანი არ არის დასჯილი. ასე, რომ ზონდერები საკუთარ გუნდში მოიკითხონ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა