ტრაილერის შეჯახების შედეგად, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთი ბავშვია დაღუპულთა შორისაც

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში", - განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში არიან - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა