ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკითხვაზე განცხადებას ავრცელებს

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას ბათუმში გამოკითულთა 83% უჭერს მხარს, ქუთაისში 69%, ხოლო რუსთავში 78% , - ამასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსი“ პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას ავრცელებს.

ინაშვილის ინფორმაციით, სულ 211 000 ადამიანი გამოიკითხა, 2020 წლიდან კი გამოკითხვის ჩატარება თბილისშიც იგეგმება.

„მინდა გაცნობოთ, რომ თბილისის შემდეგ საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ესაა ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა,- სამხედრო მიუმხობლობისა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თემაზე.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2016 წელს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, 2017 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2018 წელს - საპრეზიდენტო არჩევნები.

ყველა ამ არჩევნებზე ქუთაისში მონაწილეობა მიიღო 70 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, ქუთაისში გამოვკითხეთ 78 000 მოქალაქე.

ბათუმში ყველა ზემოხსენებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 65 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, ბათუმში გამოვკითხეთ 77 000-ზე მეტი ადამიანი.

და ბოლოს, რუსთავში ყველა ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 45 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, რუსთავში გამოკითხეთ 56 000 ადამიანი!

ახლა გაგაცნობთ ჩვენი გამოკითხვის შედეგებს!

ქალაქ ქუთაისში გამოკითხულთა 83%-ი მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს!

11%-ი თავს იკავებს პასუხისგან და მხოლოდ 5,2%-ი ეწინააღმდეგება სამხედრო მიუმხრობლობას!

ბათუმში გამოკითხულთა 69%-ი უჭერს მხარს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს! 16%-ი თავს იკავებს პასუხისგან და მხოლოდ 15%-ი ეწინააღმდეგება სამხედრო მიუმხრობლობას!

რუსთავში გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს! 6%-ი თავს იკავებს პასუხისგან და 15 %-ი ეწინააღმდეგება სამხედრო მიუმხრობლობას!

ჯამში სამი ქალაქის (ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის) გამოკითხვის შედეგები ასეთია:

ჩვენ გამოვკითხეთ 211 000 ადამიანი!

აქედან გამოკითხულთა 76,7% ანუ 161 800 მოქალაქე მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს. მერყეობს ან თავს იკავებს პასუხის გაცემისაგან გამოკითხულთა 12,4 % (26 100 ადამიანი), ხოლო წინააღმდეგია 10,9 % (23 200 ადამიანი).

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 76% ანუ 160 400 მოქალაქე მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან,- ესაა ერთადერთი სწორი პოლიტიკა.

მერყეობს ან თავს იკავებს პასუხის გაცემისაგან გამოკითხულთა 12,1% (25 500 ადამიანი), ხოლო წინააღმდეგია მხოლოდ 11,9 % (25 200 ადამიანი).

აქვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის იანვრის ბოლოდან მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვა დაიწყება თბილისში. გამოკითხული იქნება მილიონზე მეტი ადამიანი. მადლობას ვუხდით ყველა იმ აქტივისტსა და მოქალაქეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ჩვენს გამოკითხვაში! გამოკითხვის შედეგები საქართველოს პარლამენტს წარედგინება!“,- განაცხადა ინაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს