ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ავსტრიის შსს-ს მეკავშირე ოფიცერი  კარლ ჰაინც გორტანო დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, კარლ ჰაინც გორტანო ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, კარლჰაინც გორტანოს, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან არის მოვლენილი და თავის უფლებამოსილებას უახლოეს მომავალში დაასრულებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორ ქვეყნას შორის მტკიცე და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებაში.

აღსანიშნავია მისი უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით ავსტრიული მხარისგან მიღებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით:

მასობრივ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების გაძლიერება, სათხილამურო პატრულის განვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაძლიერება.

კარლჰაინც გორტანოს საქართველოში საქმიანობის პერიოდში განსაკუთრებულად ეფექტიანი იყო საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში ოპერატიული თანამშრომლობის ხარისხი. ასევე, აღსანიშნავია ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის როლი და ჩართულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა