გიორგი ვოლსკი - სტუდენტური პარლამენტის პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების განათლებას

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

სტუდენტური კონფერენციის ინიციატორთა განცხადებით, ახალგაზრდობის ეს წარმომადგენლობითი ფორუმი შემოდგომა-ზამთრის სემესტრში საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის ერთგვარ შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენს. სტუდენტებმა ერთგვარი ანგარიში ჩააბარეს სტუმრებს იმ საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რაც ამ სემესტრში განახორციელეს.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტურ კონფერენციას, რომელშიც ხუთი ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს პარლამენტიდან, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებიდან, იყვნენ ასევე წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ქვეყნის მასშტაბით და საქართველოს საპატრიარქოდან.

ღონისძიება ვაჟა ექიმის მხარდამჭერი პერფორმანსით გაიხსნა, რომელზეც ახალგაზრდებმა ერთხმად დაგმეს ოკუპირებული რეჟიმის მიერ ექიმის დაპატიმრება.

სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს სწავლასა და მათ მომავალში საქმიანობაში ქვეყნის საკეთილდღეოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა. ახალგაზრდებს მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სახელით დალოცა. ახალგაზრდები გაეცნენ ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძის ვიდეომიმართვას, რომელითაც პარლამენტის წევრმა მათ წარმატებები უსურვა.

„შესანიშნავი პროექტი განახორციელეს განათლების კომიტეტმა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა. განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნავ სტუდენტებს, ახალ დამთავრებულებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან. ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასშტაბურია და ბევრ სტუდენტს აერთიანებს, არამედ მნიშვნელოვანია თვითონ იდეა - განათლების ხელშეწყობა, სტუდენტების გაცნობიერება თხუთმეტივე კომიტეტის საქმიანობაში და არა მხოლოდ კომიტეტების საქმიანობაში, არამედ იმ საკითხებში, რომლებსაც კომიტეტებში ვიხილავთ. საკმაოდ ინტენსიური და წარმატებული იყო ჩვენი ურთიერთობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არც ერთი ფორუმი საქართველოში არ ტარდება, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობას არ გამოხატავს და, ბუნებრივია, ასეა აღნიშნულ ღონისძიებაზეც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა