პაატა გურასპაული - გადაწყდა, რომ „ევრობასკეტ 2021“-ს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს

„ევრობასკეტის“ მატჩების ჩასატარებლად თავიდანვე ორი ვარიანტი განიხილებოდა: ერთი - ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა და მეორე - არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლება, საქართველოს მთავრობასა და FIBA-სთან დავიწყეთ განხილვა იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი იქნებოდა ერთი მხრივ ქვეყნისთვის მომგებიანი, ხოლო მეორე მხრივ ევროპის საკალათბურთო სამყაროსთვის მისაღები.

პროცესის შედეგად გადაწყდა, რომ „ევრობასკეტ 2021“-ს უმასპინძლებს თბილისის ოლიმპიური სასახლე, რომელსაც ჩაუტარდება რეკონსტრუქცია და დარბაზის ტევადობა გაიზრდება 10 500-მდე. შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს მნიშვნელოვან ხარჯებს, ხოლო სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატება საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლე.

პროექტი შეთანხმებულია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. რეკონსტრუქციის შემდეგ, სასახლე დააკმაყოფილებს FIBA-ს ყველა სტანდარტს და სრულ მზადყოფნაში იქნება ევროპირველობის სამასპინძლოდ.

კალათბურთს ფედერაციას სახელმწიფოსგან აქვს სრული მხარდაჭერა და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს 2021 წლის ევრობასკეტს“, - განაცხადა გურასპაულმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის