ლუკა სირაძის ოჯახი მოზარდის დაკითხვაში მონაწილე სხვა პოლიციელების დაკავებასაც ითხოვს

ოჯახის მთავარი მოთხოვნა, დააკავონ პირები, რომლებიც ლუკას დაკითხვის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოჯახი გამოძიებას ენდობა, რადგან „პროგრესი აშკარად ჩანს და დაკავებულია ერთ-ერთი პოლიციელი“.

„ამ ეტაპზე ოჯახის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დააკავონ პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, ემუქრებოდნენ, გვერდზე გაიყვანეს თუ რაც იყო ანუ ის პირები, რომლებსაც უშუალოდ შეხება ჰქონდათ ლუკასთან...

ჩემი ოჯახის ინტერესი კონკრეტულად არის ის, რომ დაისაჯონ პოლიციელები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაკითხვის პროცესთან, დანარჩენი, როგორც კანონი ითხოვს, იმის მიხედვით მოხდება“, - განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა