აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლების მიზანია, მის საწინააღმდეგოდ განწყობილი ყველა მედიასაშუალება არათანაბარ პირობებში ჩააყენოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ინტერესია, მის საწინააღმდეგოდ განწყობილი ყველა მედიასაშუალება არათანაბარ პირობებში ჩააყენოს.

მისი თქმით, უკეთესი იქნება, ხელისუფლება თუ ჯერ პროსახელისუფლებო მედიებს მოსთხოვს დავალიანების გადახდას და შემდეგ - სხვებს.

„ხელისუფლება სამწუხაროდ, კვლავ ღიად მოქმედებს, თან უკანონოდ. ხელისუფლებამ ჯერ ჯობია გვითხრას, რას უპირებს იმ მრავალ ათეულმილიონიან დავალიანებას, რომელიც აქვს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებს, კონკრეტულად თუნდაც „იმედს“ და ამის შემდეგ მოითხოვოს დანარჩენი მედიასაშუალებებისგან დავალიანების გადახდა.

ხელისუფლება კვლავ იქცევა როგორც დაინტერესებული პირი მედიაბაზარზე და მისი ინტერესი, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განწყობილი ყველა მედიასაშუალება ჩააყენოს არათანაბარ პირობებში, არის უკვე ღია, რაც არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება უშედეგოდ“, - განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს