26 დეკემბერს „ქართული ბრენდის დღე 2019“ გაიმართება

26 დეკემბერს „ქართული ბრენდის დღე 2019“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ქართული ბრენდის დღე“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ წარმატებული პროექტია.

ორგანიზატორების ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში.

„ქართული ბრენდის დღე“ ქართულ კომპანიებს 7 ძირითად ნომინაციაში ავლენს: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, წარმატებული ინვესტიცია და ბრენდ-პერსონა.

„განსაკუთრებით ამაღელვებელია წლის ბრენდ-პერსონის გამოვლენა. „ქართული ბრენდის დღის“ ბრენდ-პერსონები: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ლეილა აბაშიძე, ჯამლეტ ხუხაშვილი, პაატა ბურჭულაძე, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, რობერტ სტურუა, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია არიან. „ქართული ბრენდის დღე“ 17 წლისაა, დამეთანხმებით, რაც მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუ-ბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება“, - აღნიშნავს „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი მანანა გეგიძე.

„ქართული ბრენდის დღე 2019“-ის პარტნიორები არიან: ამერიკის მეგობართა კლუბი, საქართველო - შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო „ფრანი“, დავით ღვინიანიძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ .

სპონსორები: ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“, სასტუმრო „აივანი“, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, ბელა მეტრეველის კლინიკა.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: მედია სააგენტო „კლიპარტი“, brandnews.ge, „ინტერპრესნიუსი“, ambebi.ge, „პრაიმ ტაიმი“, მედიაჰოლდინგი „კვირა“, რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, „ტელეიმედი “, „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „პულსი“, ტელეკომპანია ,,მირი”, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, 2020news.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა