აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს ულოცავს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს.
„გამოვთქვამთ უდიდეს მადლიერებას საქართველოს პატრიარქის მიერ გაწეული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში შეიტანა. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.