გიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი დაემატება

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას მიმართ დღეს ბრალდება დაზუსტდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

„გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და ხელის კვლების ნიმუშის აღების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა