20 ივნისის საქმის პროკურორის განცხადებით, მართალია, ბრალდების მხარის მიერ დღეს წარმოდგენილი მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, თუმცა, მათ 20 ივნისის აქციაზე დაზიანებები მიიღეს

20 ივნისის საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას განცხადებით, მართალია, დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, თუმცა, მათ 20 ივნისის აქციაზე დაზიანებები მიიღეს და არიან დაზარალებულები.

როგორც თოდუამ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულთან შემხებლობაში არიან და მათი დაკითხვა შემდეგ სასამართლო სხდომებზე მოხდება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამი დაზარალებული, მათ ისაუბრეს 20-21 ივნისის განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადეს, რომ მოქალაქეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას და კორდონის გარღვევას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, რის გამოც პოლიციელებმა მიიღეს დაზიანებები და ამის თაობაზე არიან ცნობილი დაზარალებულებად. ბრალდების მხარეს ამ საქმეზე რამდენიმე მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ უშუალოდ ბრალდებულებზე, ისინი დაიკითხებიან სხვა სასამართლო სხდომებზე. ამ შემთხვევაში დღეს დაიკითხნენ ის დაზარალებულები, რომლებმაც მიიღეს დაზიანებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შედეგად. მართალია, ეს დაზარალებულები არ იცნობენ ბრალდებულებს, თუმცა ამ დაზარალებულებმა ჯგუფური ძალადობის შედეგად მიიღეს ზიანი და შესაბამისად, მათ ჩვენებებს აქვს არსებითი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმისთვის. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს არაერთი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები ახორციელებენ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებს, პოლიციელებს უწევენ წინააღმდეგობას, ურტყამენ სხვადასხვა საგნებს, აღნიშნული ვიდეომასალა გადაცემულია დაცვის მხარისთვის, ცნობილია საზოგადოებისთვის და მისი გამოკვლევა მოხდება არსებულ სხდომაზე", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის და კიდევ ორი პირის მორიგი სასამართლო სხდომა 10 იანვარს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო