ალექსანდრე ლუკაშენკო - დასავლეთი და ნატო არ დაუშვებს, რომ მოსკოვმა დაარღვიოს ბელარუსის სუვერენიტეტი

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ის არასდროს დათმობს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს. რადიო „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ თუ მოსკოვი შეეცდება დაარღვიოს ბელარუსის სუვერენიტეტი, საერთაშორისო თანამეგობრობა მას სათანადო პასუხს გასცემს.

„თუ რუსეთი ეცდება ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას, იცით ამაზე რა რეაქციაც ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს ყველაფერი ომში ჩაგვითრევს. დასავლეთი და ნატო ამას არ დაუშვებენ, იმიტომ, რომ ეს მათთვისაც საფრთხე იქნება და გარკვეულწილად, მართლებიც იქნებიან“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

New York Times-ის ინფორმაციით, მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს ე.წ. ინტეგრაციის გეგმის სისრულეში მოყვანის გამო. მედია წერს, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთო პარლამენტისა და მთავრობის შექმნაზე. ოფიციალური მინსკი, მსგავს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა