ლევან ბოძაშვილი - პარტნიორებთან თითის ქნევით ლაპარაკი, როცა გაქვს ქარტია, გაფორმებულია ასოცირების შეთანხმება და ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში გიწერია, არის პოლიტიკური სიბრიყვე

ჩვენ ნუ ჩავთვლით, რომ საქართველო არის გლობალურ, დღევანდელ, არანეოკოლონიალისტურ სამყაროში ისეთი ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების გარეშე ნორმალური, მშვიდი და სტაბილური განვითარება შეუძლია, - ასე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგელებისა და ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

ლევან ბოძაშვილმა პოლიტიკური სიბრიყვე უწოდა განცხადებებს, რომელიც მისი თქმით, ნიშნის მოგებით იყო გაკეთებული.

„ზოგადად ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა, პროკურატურა, პოლიცია, სამართალდამცავი ორგანოები მთლიანად არის ქვეყნის სტაბილურობის განმსაზღვრელი, მათ შორის, დემოკრატიის თვალსაზრისით და ამავე დროს საგარეო პოლიტიკური წარმატების თვალსაზრისით. ნუ ჩავთვლით, რომ საქართველო არის გლობალურ სამყაროში, დღევანდელ სამყაროში, არანეოკოლონიალისტურ სამყაროში ისეთი ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების გარეშე შეუძლია ნორმალური, მშვიდი და სტაბილური განვითარება. ამიტომ ნიშნის მოგებით და თითის ქნევით ლაპარაკი და უტრირება იმაზე, რომ „იცით რა ?! ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და პარტნიორების აზრი არ გვაინტერესებს !“ მაშინ, როდესაც ის სტრატეგიული პარტნიორია, როდესაც მასთან ქარტია გაქვს გაფორმებული, როდესაც ასოცირების შეთანხმება გაქვს ევროკავშირთან დადებული, როდესაც ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია კონსტიტუციაში გიწერია, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სიბრიყვე“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ლევან ბოძაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, თეა წულუკიანის ნარატივის გაგრძელება უწოდა.

„მე რატომღაც მომეჩვენა, რომ ეს იყო თეა წულუკიანის ერთგვარი ნარატივის გაგრძელება. არაერთხელ აქვს სხვათა შორის, ნათქვამი ევროსაბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან, ამჯერად უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით და რატომღაც თვლიან, რომ ეს არის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის და ჩვენს პარტნიორებთან ეს ინფორმაცია არ მიდის და მერე ამბობენ, რომ არაობიექტური ინფორმაცია მიდისო. ეს არის არაკვალიფიციური დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორებისა და ზოგადად პოლიტიკური პროცესის მიმართ. როდესაც პარტნიორი რაღაცას გეუბნება, მეგობრულად გირჩევს, ძალიან დიდ ფულს გახმარს, დახმარებას გიწევს და პლუს ამას, კიდევ გინდა, რომ მან ეს დახმარება გააძლიეროს ჩვენი ინტეგრაციული პროცესის მხარდასაჭერად, ამ დროს არ უნდა გამოხვიდე და არ უნდა ამბობდე, რომ „იცით რა ?! თქვენი აზრი ჩვენ არ გვაინტერესებს, რადგან ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის უცხოელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თუ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდება განცდა დასავლეთის მხრიდან დაუბალანსებელ კრიტიკაზე, ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ორინეტაციაზე, რაც არ უნდა დავუშვათ.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემის “თავისუფალი ხედვა” წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ეთანხმება პრეზიდენტი შეფასებას, რომ უცხოელი პარტნიორების კრიტიკა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გარკვეულ შემთხვევებში იქ ჩასული არასწორი ინფორმაციის შედეგია.

„ვერ შევაფასებ, რამდენად სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებითაა თუ არასწორია. ეს თვითონ უნდა შეაფასონ, საიდან ღებულობენ ინფორმაციებს. მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო