„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ (BAG) „ჯორჯიან მანგანეზი“ შეუერთდა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ (BAG) „ჯორჯიან მანგანეზი“ შეუერთდა. BAG -ის ინფორმაციით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონებში მანგანუმის მოპოვებისა და ფეროშენადნობების წარმოების 140 წლოვან ტრადიციას 2006 წლიდან აგრძელებს. ქვეყნის მთლიან ექსპორტში მას მე-4 ადგილი უკავია და 13 ათასამდე სამუშაო ადგილს ქმნის. ამ მაჩვენებლით ის ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, 7000 სამუშაო ადგილი უშუალოდ კომპანიის სტრუქტურაშია, დანარჩენი კი ქვე-კონტრაქტორების წილად მოდის.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ათწლეულების განმავლობაში ღია კარიერული წესით მადანგამოცლილი უბნების რეკულტივაციას ინტენსიურად ეწევა. 2018-2019 წლებში 70 ჰექტარზე მეტი ფართობის ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაცია განახორციელა და ამ პროექტის ფარგლებში, მცირე მიწიან ჭიათურის რაიონს ყოველწლიურად 50 ჰექტარ ახალ სავარგულებს შემატებს.

„ჩვენთვის მისასალმებელია ასეთი ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული ახალი წევრი. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ NATIONAL BUSINESS AWARD-მა 2018-2019 წლების ბიზნეს რეიტინგების ყველაზე წარმატებულ კომპანიებს შორის დაასახელა. კომპანია ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად და ექსპორტიორად შეფასდა, ასევე ხაზი გაესვა მის აქტივობას რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. BAG კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს ახალ წევრს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო საქმიანობაში“,- განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა