პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისია პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა პირველ სიას სავარაუდოდ, 4 იანვარს გამოაქვეყნებს

პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისია პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა პირველ სიას სავარაუდოდ, 4 იანვარს გამოაქვეყნებს.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა დ ჯალათთა იდენტიფიცრებისთვის ოპოზიციის ეგიდით კომისია დღეს შეიქნა და სიაში 200-ზე მეტი ადამიანია პირველ ეტაპზე შესული.

"ჩვენ ასევე ვმუშაობთ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლთა მიმართებითაც. იქნებიან ეს პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები თუ სხვები. ასევე ფინანსურ საქნციებზეც ვიმსჯელებთ, რომელიც გამოიყენება როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გამოყენებული იქნას, მათ შორის, იდივიდუალური სანქციები, როგორც რეჟიმის შემქმნელი ივანიშვილის, ასევე გამორჩეული ჯალათების მიმართ. მათი სახელებისა და გვარების იდენტიფიკაცია მოხდება, მაგრამ ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის იქნებიან: გახარია, ჩუბინიძე, ფილიშვილი, სირაძე, თადუმაძე, ვასაძე და სხვები“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, ამ სიის ფორმირების შემდეგ, მათი მთავარი მოთხოვნა იქნება როგორც ფინანსური სახდელის დადება კონკრეტულ პირებზე, ასევე მათთვის საერთაშორისო დონეზე გადაადგილების შეზღუდვაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა