თამთა თოდაძის ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოითხოვენ, სასამართლო სხდომები არ დაიხუროს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის საქმეზე დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოითხოვენ, სასამართლო სხდომები არ დაიხუროს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ლუკავამ განაცხადა, თამთა თოდაძის ერთადერთი სურვილია, რომ პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებამ ყველა იმ ინფორმაციის შესახებ გაიგოს, რაც მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გახდება ცნობილი.

„დღეს არსებით განხილვაზე, კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, კიდევ ერთხელ განიხილოს სასამართლო სხდომები გაგრძელდეს ღია რეჟიმში თუ დაიხუროს. გვაქვს ინფორმაცია, რომ შესახლებელია, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით დახუროს სასამართლო პროცესი და არ გახადოს საჯარო სხდომები. ამიტომ, მე მივმართავ დღეს სასამართლოს და მოვითხოვ, რომ არ მოხდეს სასამართლო სხდომების დახურვა, ვინაიდან დაზარალებულის, თამთა თოდაძის ერთადერთი სურვილი ამ ეტაპზე არის ის, რომ წარიმართოს საჯაროდ, გამჭვირვალედ, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს ყველა ის ინფორმაცია, რაც გამოვლენილი იქნება პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა