მიხეილ ჩხენკელმა თელავის აეროპორტში საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო საფრენი ბაზა მოინახულა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა – ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“ – დაათვალიერა და ახალი Tecnam-ის ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა თავადვე გამოსცადა ახალი თვითმფრინავის შესაძლებლობები.

პრეზენტაციას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

უწყების ცნობითვე, თელავის აეროპორტში, რომელიც თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით არის აღჭურვილი, საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. აეროპორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა