თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში საშობაო მსახურება გაიმართა

დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში სახარების რწმენის ეკლესიაში საშობაო მსახურება გაიმართა, რომელსაც ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი და გურამ იმერლიშვილი უძღვებოდნენ.

საშობაო ლიტურგიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.

„ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით დღესასწაული მიულოცა სააგენტოს ანალიტიკოსმა, ზვიად ტყაბლაძემ, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წინამძღვრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანადგომისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა