ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებს - სასამართლოს დაველოდოთ - რაღაცას რომ დაგაბრალებენ, რას იზამთ, აღიარებთ?

სასამართლოს დაველოდოთ, - ამის შესახებ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„სასამართლოს დაველოდოთ და მიიღებთ შედეგს. რაღაცას რომ დაგაბრალებენ, რას იზამთ თქვენ, აღიარებთ?” - განაცხადა მან.

ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა