ჯანდაცვის მინისტრი - კლინიკები, რომლებიც ზედმეტად ორიენტირებულია სამედიცინო ჩარევებზე, ან გავლენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ან  განახორციელებენ მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით

ის კლინიკები, რომლებიც ზედმეტად არიან ორიენტირებულები სამედიცინო ჩარევებზე, ან გავლენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ან დარჩებიან პროგრამაში და განახორციელებენ შესაბამის მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილი იქნება გარკვეული პროპორცია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი, მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გაგრძელდეს.

„სახელმწიფოს არც ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი სახელმწიფო კლინიკა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ბაზარი გაჯერდეს მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებით. უბრალოდ, აქ იქნება დადგენილი გარკვეული პროპორცია იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი, უსაფრთხოდ გაგრძელდეს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ცნობილია, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რა ოდენობაზეა საუბარი და ასევე იმ საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს და არის ეროვნებით ქართველი თუ არაქართველი. ჩვენ, როგორც მთავრობა, შევინარჩუნებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ისევე უსაფრთხოდ, როგორც ეს წინა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. არიან გარკვეული კლინიკები, რომლებიც ზედმეტად არიან ორიენტირებულები სამედიცინო ჩარევებზე და შესაბამისად, ისინი ან გავლენ პროგრამიდან, ან დარჩებიან პროგრამაში და განახორციელებენ შესაბამის მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით", - განაცხადა ტიკარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს