გია ვოლსკი ე.წ. პოლიტპატიმრების სიაზე - როცა ასეთ სიას აგზავნიან, ამას სერიოზული დასაბუთება უნდა მოჰყვებოდეს, რაც არ მგონია ჰქონდეთ

როცა ასეთ სიას აგზავნიან, ამას სერიოზული დასაბუთება უნდა მოჰყვებოდეს, რაც არ მგონია ჰქონდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებისა და ასევე, ე.წ ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელების სიის შედგენას.

ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელებს, რომელთა შორის პოლიტიკური და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები არიან, სანქციები დაუწესდეთ, გია ვოლსკი პოლიტიკურ იარაღს უწოდებს.

"ეს არის პოლიტიკური იარაღი, სპეკულაცია და სამართლებრივად გაუმართავი. როცა ასეთ სიას აგზავნიან, ამას სერიოზული დასაბუთება უნდა მოჰყვებოდეს, რაც არ მგონია ჰქონდეთ. ტელევიზიით ჩანაწერია, როგორ იჭრებოდა ხალხი პარლამენტში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ან როგორ აკეთებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირებას, რაც კანონით აკრძალულია. არ მგონია, რომ ეს დოკუმენტი სამართლებრივად გამართული იყოს. ეს სია მათ ხელში პოლიტიკური იარაღია, რადგან ასეთი დემარშების გარეშე, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და ფიქრობენ, რომ ამით როგორმე დააბალანსებენ საკუთარ პოლიტიკურ უუნარობას,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიას ქმნის. კომისიის მიზანია ამხილოს რეპრესიების ავტორები და შემსრულებლები და გამოავლინოს მსხვერპლი. ოპოზიცია სიის გადაგზავნას საერთაშორისო პარტნიორებისთვის გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა