ბეთლემში ქრისტეს შობას აღნიშნავენ

ბეთლემში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასიათასობით ადამიანია შეკრებილი. მედიის ცნობით, წელს ქალაქს ასიათასობით ტურისტი ეწვია.

სადღესასწაული განწყობაა ქუჩებში, სადაც ათიათასობით ადამიანი დღესასწაულს აღნიშნავს. ქალაქში ჩასვლის უფლება ღაზას სექტორში მცხოვრებ ქრისტიანებსაც დართეს. იქამდე, ისრაელის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ შობის დღესასწაულზე ბეთლემსა და იერუსალიმში არ შეუშვებდნენ.

სადღესასწაულო მსახურებას ქრისტეშობის ტაძარში პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასიც დაესწრო.

გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, 25 დეკემბერს (იულიუსის კალენდრით), ბეთლემში იშვა. იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ამ დღეს უამრავი მომლოცველი სტუმრობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო