დავით ჭიჭინაძე - ტელევიზიებს და სოციალურ ქსელებს თუ დახურავენ, მაშინ „ქუჩის ფოსტა” ამუშავდება

ტელევიზიებს და სოციალურ ქსელებს თუ დახურავენ, მაშინ „ქუჩის ფოსტა” ამუშავდება პირდაპირ,- ამის შესახებ პარლამენტის დაამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭნაძე აცხადებს, მედიასაშუალებებზე ხისტი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზრის შეზღუდვის მცდელობა.

„დღეს ადამიანები ტელევიზორთან და კომპიუტერთან მაინც სხედან და მათ თუ ამასაც შეუზღუდავ, ქუჩაში გამოვლენ ინფორმაციის მისაღებად, რაც პირველ რიგში ხელისუფლებისთვის იქნება სერიოზული პრობლემა. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, ის „მავნე მრჩეველები“ შეცვალოს ჯობია, ვინც არაერთხელ ჩააგდო ამ მდგომარეობაში და რაც პირველ რიგში სწორედ მის დისკრედიტირებას იწვევს. კიდევ, მავანნი, ის პოლიტიკოსები, ვინც ბოლო დროს დისტანცირებას ცდილობენ, ტელევიზიებს საერთოდ არ ახსენებენ, სამაგიეროდ პირდაპირ ივანიშვილს „უთხრიან“ ძირს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მან ასევე ისაუბრა ტელევიზიების დავალიანებებზე.

„ზოგადად კი, ადამიანები თუ არ მალავენ გადასახადებს და დეკლარირებას ახდენენ, რომ მათ წარმოექმნათ გადასახადი, ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რადგან არის რესტრუქტურიზაცია, გადავადებები, სხვადასხვა ფორმები... მითუმეტეს, რომ ბევრი კომპანიების მიმართ ეს არაერთხელ მომხდარა. მოკლედ, მედიასაშუალებებზე ასეთი ხისტ განცხადებები სხვა არაფერია, თუ თავისუფალი აზრის შეზღუდვის მცდელობა. ფინანსებით და მატერიალურ საშუალებებით ქვეყანის მანიპულირება კი, ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის განცხადებას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო