ევროკავშირისა და FAO-ს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 100 მეტ თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარდა

ევროკავშირისა და FAO-ს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 100 მეტ თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) აცნობეს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების მეორე მოდული განახორციელა. სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ კურსებს - ლიდერობა და საჯარო გამოსვლები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ადამიანური რესურსის მართვა და პროფესიული ინგლისური ენა - 100 ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათივე ინფორმაციით, ოთხთვიანი სწავლება წარმატებული მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

ტრენინგები სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა. კურსების შერჩევა სამინისტროს თანამშრომლებთან კონსულტაციების შედეგად მოხდა, პროფესიული კუთხით მათი ცოდნის გაღრმავების მიზნით. მონაწილეებმა სასწავლო მოდულს დადებითი შეფასება მისცეს.

FAO-ს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის თანამშრომლების გადამზადება იმ რეფორმის გამო გახდა აუცილებელი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. ტრენინგების ჩატარება სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში მიმდინარე FAO-ს პროექტის, სახელწოდებით - „ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს“. ტექნიკური დახმარების პროექტი საშუალებას აძლევს სამინისტროს თანამშრომლებს, ტექნიკური და პროფესიული ცოდნა და უნარები გაიუმჯობესონ.

„ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!