განათლების მინისტრის მოადგილე - მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა, ვგეგმავთ, უზრუნველვყოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება

მთავრობის ადმინისტრაციაში არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, მისი უწყება წარადგენს პრეზენტაციას, სადაც ძირითადი აქცენტი ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და პრევენციის გზებზე იქნება.

“დღეს განათლების სამინისტრო წარადგენს პრეზენტაციას, ხედვას, კონკრეტულ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით. აქცენტი გაკეთებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე, პრევენციაზე. ასევე იქნება საუბარი უწყებათაშორის თანამშრომლობაზე და პრეზენტაციის შემდეგ ჩვენ მოვისმენთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარებს, რაც ასევე იქნება ასახული სამომავლო დოკუმენტში”, - განაცხადა დგებუაძემ.

მან იმ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა, რაც უწყებამ მოზარდთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში გამოავლინა.

მისი თქმით, ძირითადად ეს საკითხებია “მშობელთა განათლება, სკოლების გაძლიერება, არაფორმალური განათლება, უსაფრთხოების მიმართულებით დოკუმენტების გამართვა, სხვადასხვა ინსტიტუციების გაძლიერება, მანდატურის სამსახურისა და ფსიქოლოგიური სხვადასხვა სერვისების განვითარება”.

დგებუაძის ინფორმაციით, კერძო სკოლებში მანდატურის სამსახურის შესვლა არ მოხდება და მხოლოდ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება იგეგმება.

“მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. დღეს არსებული რეგულაციით კერძო სკოლებს აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება”, - განაცხადა დგებუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა