რელიგიის საკითხთა სააგენტო კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის 42 წლის იუბილეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ინტრონიზაციის 42 წლის იუბილეს ულოცავს.

„დღეს სადღესასწაულო ღვთისმსახურება სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა - იქ სადაც 42 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს ილია მეორის ინტრონიზაცი შედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სიონის საკათედრო ტაძარში, მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთსულოვნად იქნა არჩეული, იგი იმ დროს 44 წლის იყო და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახლდათ.

ილია II –ე უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. სწორედ ამიტომ, პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ საზოგადოდ. განუზომელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ინტრონიზაციის 42 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას უსურვებს მას ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისა და გაძლიერებისათვის“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მისალოც განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს