საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია “ქართული სახელმწიფოებრივი აღორძინების ექსისტენციალური რესურსი" გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორი ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია “ქართული სახელმწიფოებრივი აღორძინების ექსისტენციალური რესურსი" გაიმართა.

საჯარო ლექციაზე ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიასა და სახელმწიფოებრიობის აღორძინებაზე ისაუბრა და ასევე, განიხილა, რა პერსპექტივები აქვს ჩვენს სახელმწიოებრიობას.

“მე მაქვს მცდელობა, რომ ძირეული ფილოსოფიური კატეგორიების და ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფიური თემების ფონზე და საფუძველზე, განვიხილო და გავაანალიზო საქართველოს უახლესი წარსულის პროცესები და მოვლენები. ის მოვლენები, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა ჩვენი ბედი, ჩვენი ცხოვრების მიმართულება და სახელმწიფოებრივი ფორმირების მიმართულება. ასევე, განვიხილე თუ რა პერსპექტივები აქვს ჩვენს სახელმწიფოებრიობას აღმასვლის და აღზევების. მე ვილაპარაკე იმ გაუკუღმართების და მანკიერ პროცესებზე, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში გვქონდა და რაც დაკავშირებულია სიღრმისეულად, ასევე ძალიან ღრმა ფილოსოფიურ საფუძვლებთან. ასევე, ვისაუბრე ჩვენს რეალურ პერსპექტივებზე, რომელშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი სახელმიწოფებრიობის აღორძინების”,- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშოროსო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას განცხადებით, ლექციას ესწრებოდნენ, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

“ბატონ ირაკლის სპეციალურად ვთხოვეთ ჩვენ, რომ ისეთი საკითხები შეერჩია, რომელიც დღევანდელობასთან არის რელევანტური და ადეკვატური. ლექცია მიეძღვნა საქართველოს აღორძინების საკითხებს და ამას ბატონი ირაკლი განიხილავს ფილოსოფიურ ასპექტებში. სტუდენტების აქტივობა არის ძალიან დიდი, მოწადინებული არიან და ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო”,- განაცხადა ირაკლი გაბისონიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო