კახა კალაძე - ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან - მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან

დღეიდან, 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

მისი თქმით, დღეიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრება მოქალაქეებს ორ ლოკაციაზე, პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედანზე შეეძლებათ.

"ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში. მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს. მადლობა მათაც, ვისაც გულით უნდოდა აქ მოსვლა და ვერ მოახერხა. დღეიდან, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები. პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, ორი ლოკაცია იქნება ქალაქში, სადაც საახალწლო დღეებში, 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე, იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც თქვენი შვილებით და შვილიშვილებით შეგეძლებათ, მობრძანდეთ და გაერთოთ", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე , აღნიშნული ნაძვის ხე მართლაც ღირდა, თუ არა მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მილანიდან, კალაძემ უპასუხა: "ეჭვი გეპარებათ მაგაში?!" ამასთან, კალაძემ ხუმრობით აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ნაძვის ხეს საახალწლოდ ნორვეგიიდან ჩამოიტანს.

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა