რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მთავარი ნაძვის ხე აინთო,  „შეცვალეს“  წევრებმა სასუქი მიიტანეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, სასუქი მიიტანეს. აღნიშნულს თბილისის მერიის თანამშრომელსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, სასუქი ნაძვის ხის გასაზრდელად მიიტანეს.

„ამ სასუქს ახლა დავუტოვებთ კალაძეს. იმედია დაასხამენ ნაძვის ხეს და 31 დეკემბრამდე გაიზრდება ეს ნაძვის ხე, იმიტომ რომ მილიონი ლარის ამ ნახევარ ხეს არაფერი არ ეტყობა“, - განაცხადა ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, საახალწლო ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთო. ცერემონიას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ესწრებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა