ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი  ჩარტერული რეისი შესრულდა

25 დეკემბერს Thai Air Asia X-მა ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი განახორციელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტავ ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში პირველად ჩამოსულ 330 მგზავრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო ხელისუფლებისა და „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები დახვდნენ.

კომპანიის ცნობით, 2 იანვრის ჩათვლით Air Asia აღნიშნული მიმართულებით ხუთ ჩარტერულ რეისს, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. ავიაკომპანია დამატებით ჩარტერულ ფრენებს 2020 წლის აპრილში შეასრულებს.

"Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

“ტავ ჯორჯია” TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 200 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისთვის „ტავ ჯორჯია“-ში 1300 თანამშრომელია დასაქმებული",- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა