ალექსეი ნავალნი რუსეთის არმიას ერთ-ერთი აქტივისტის გატაცებაში ადანაშაულებს

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი თანამოაზრე რუსლან შავედინოვი სამხედროებმა გაიტაცეს, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ნავალნის ინფორმაციით, შავედინოვი სამხედრო სამსახურში ძალით გაიწვიეს და არქტიკაზე არსებულ ბაზაზე წაიყვანეს.

ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოკავშირე სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული იყო და ის არმიამ გაიტაცა. სამხედრო პირები კი შავედინოვს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

რუსლან შავედინოვი ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის პროექტის მენეჯერად მუშაობდა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი ის ნავალნის საარჩევნო შტაბის პრეს-მდივანი იყო.

რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური 12-თვიანია და მისი გავლა სავალდებულოა ყველა 18-დან 27 წლამდე მამაკაცისთვის. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად სამედიცინო მიზეზები, რის გამოც შეიძლება პირმა ვერ გაიაროს სამსახური.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო