თურქეთში მიგრანტთა ნავის გადაბრუნების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის ტბაში ნავი ჩაიძირა, რომელსაც პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან მიგრანტები გადაჰყავდა. უბედური შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 64-ის გადარჩენა მოხერხდა. ინფორმაციას თურქეთის ბითლის პროვინციის გუბერნატორის ოფისი ავრცელებს.

ვანის ტბა ირანის საზღვართან ახლოს მდებარეობს, საიდანაც მიგრანტები რეგულარულად ცდილობენ თურქეთში გადასვლას, რათა შემდგომ ევროპაში მოხვდნენ.

შეგახსენებთ, თურქეთში ამ ეტაპზე დაახლოებით 4 მილიონი ლტოლვილი და მიგრანტი იმყოფება. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა დამატებით ლტოლვილთა ტალღას ვეღარ გაუმკლავდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს