სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბთან ათობით ქალაქსა და სოფელზე კონტროლი დაამყარეს

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალები იდლიბის პროვინციასთან აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ქალაქებსა და სოფლებზე კონტროლს ამყარებენ. სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს, სამთავრობო ძალებმა კონტროლი ათობით ქალაქსა და სოფელზე დაამყარეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ათიათასობით ადგილობრივ მცხოვრებს აიძულებს რეგიონი დატოვონ და თურქეთისკენ გაემართონ.

„მალე იდლიბი თურქეთისა და რუსეთის სამხედრო პოლიციას გადაეცემა“, - ამის შესახებ სირიის უფლებადამცველი ობსერვატორიის წარმომადგენელმა, რამი აბდულრაჰმენმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა.

შეგახსენებთ, იდლიბის პროვინცია სირიის ამბოხებული ძალების მიერ კონტროლირებადი ბოლო რეგიონია. ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, ტერიტორია 100 000-მდე ადამიანმა უკვე დატოვა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს