გრიპის ვირუსისა და სხვადასხვა ინფექციის გამო კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემაა

გრიპის და მწვავე რესპირატორული ინფექციების გამო კლინიკების ნაწილში გადატვირთულობის პრობლემაა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ საუბრობენ არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის მიხეილ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

როგორც „ინტერპრენიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე განყოფილება გაათავისუფლეს, სადაც პაციენტებს იღებენ.

„კლინკა გადატვირთულია. პაციენტების საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდინება ფიქსირდება, მაგრამ გამოვათავისუფლეთ რამდენიმე განყოფილება და ამ გამოთავისუფლებული ადგილების ხარჯზე პაციენტების მიღების პრობლემა არ გვაქვს. მობილიზებულია გადაუდებელი დახმარება. ასევე, რესპირაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული. ვირუსიანი ბავშვები არსად არ მიდიან, რჩებიან სტაციონარში“, - განაცხადეს კლინიკაში.

კლინიკაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ბავშვი მკურნალობს ამ ეტაპზე მათთან და რამდენის მიღება შეუძლიათ დამატებით, თუმცა აცხადებენ, რომ მონაცემები ყოველსაათობრივად იცვლება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის