ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ხვალ ტელევიზიების წარმომადგენლებსა და ფინანსთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართება

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმიტომ არ აყადაღებდა 55 - მილიონიანი დავალიანებების მქონე ტელევიზიებს, რომ მათ მუშაობა არ შეფერხებოდათ. როგორც ჩანს, „ტვ პირველისა“ და „კავკასიის“ მუშაობის შეფერხება ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა სამი ქართული ტელევიზიისთვის ინკასოს დადების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „კავკასიის“ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

„რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, ვერ ვიხდით ვალდებულებებს, მათ შორის კრედიტს, მიმდინარე კომუნალურ თუ სხვადასხვა ტიპის გადასახადებს და ტელევიზიის ფუნქციონირებას ამით ექმნება საფრთხე. თუმცა ამასაც დავძლევთ, უარესებისთვის გაგვიძლია და თქვენც გარწმუნებთ, რომ ამასაც მოვერევით. ჩვენ ვითხოვდით სამართლიან მიდგომას, ვითხოვდით თანასწორობას და პასუხად მივიღეთ ინკასო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა - რატომ არ ადევს ინკასო „იმედისა“ და „მაესტროს“ ანგარიშებს, რომელზეც პასუხს არავინ არ ამბობს. ფინინსთა მინისტრის განცხადებით, იმიტომ არ აყადაღებდა 55- მილიონიანი დავალიანებების მქონე ტელევიზიებს, რომ მათ მუშაობა არ შეფერხებოდათ, როგორც ჩანს „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ მუშაობის შეფერხება ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

ამასთან, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ინფორმაციით, ხვალ ტელევიზიების წარმომადგენლებსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის შეხვედრა გაიმართება.

„ეს არ არის ადეკვატური კომპენსაცია იმის, რა უთანასწორო მდგომარეობაშიც გვაყენებენ იმ არხებს, რომლებიც ყოველთვის ვიხდიდით გადასახადებს, იმ არხებთან მიმართებაში, რომელთაც ჰქონდათ ძალიან გაუმართლებელი საბანკო უპირატესობა და წლების განმავლობაში იყვნენ გათავისუფლებულნი გადასახადებისგან. გუშინ გვითხრეს, რომ ხვალ შეგვხვდება მინისტრი, მე მისგან ველოდები იმის გარკვევას, თუ რა მდგომაროებაშია ის 55 - მილიონიანი დავალიანება იმიტომ, რომ მე მხოლოდ ამ დავალიანებასთან კონტექსტში განვიხილავ ჩვენს დავალიანებას“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა