ელენე ხოშტარია - ამ დავალიანებებით ცდილობენ დახურონ „კავკასია“ და მოახრჩონ „ტვ პირველი“ - ეს არის რუსული მეთოდები

ამ ბრძოლაში ჩვენ ,,კავკასიის” და ,,ტვ პირველის” გვერდით ვართ ბოლომდე იმიტომ, რომ ეს არ არის ცალკე ამ ტელეკომპანიების პრობლემა, ეს არის ზოგადად თავისუფალი მედიის პრობლემა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „კავკასიასთან“ გამართულ მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადება „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის „ძალიან სერიოზული საგანი უნდა გახდეს“.

„ეს არის დემოკრატიის მოხრჩობის კიდევ ერთი გამოვლინება, როდესაც ამ დავალიანებებით ცდილობენ დახურონ „კავკასია“ და მოახრჩონ „ტვ პირველი“. ეს არის რუსული მეთოდები - არაერთხელ გვინახავს, როდესაც რუსეთში სხვადასხვა გზით აჩერებენ კრიტიკულ ტელევიზიებს, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ჩვენ ,,კავკასიის” და ,,ტვ პირველის” გვერდით ვართ ბოლომდე იმიტომ, რომ ეს არ არის ცალკე ამ ტელეკომპანიების პრობლემა, ეს არის ზოგადად თავისუფალი მედიის პრობლემა. ამ საკითხებზე ჩვენ საუბარი გვქონდა აშშ-შიც, მათ კარგად ესმით როგორ მიდის ზეწოლა მედიაზე, ეს უნდა გახდეს ძალიან სერიოზული საგანი „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო