გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვილი, რუსეთთან დიალოგისთვის უფრო ეფექტური ფორმატი შეიქმნას, არ ნიშნავს, რომ ეს ჟენევის ხარჯზე მოხდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვილი და მისწრაფება, რუსეთთან დიალოგისთვის უფრო ეფექტური ფორმატი შეიქმნას, არ ნიშნავს, რომ ეს ჟენევის ხარჯზე მოხდეს.

როგორც გია ვოლსკიმ დიმიტრი ნოვიკოვის განცხადების პასუხად განაცხადა, ნოვიკოვსა და რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვთ.

„ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატი გარკვეულ წინაპირობებს ითხოვს, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჟენევას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და ჩვენი სურვილი და მისწრაფება, რომ უფრო ეფექტური ფორმატი შეიქმნას, არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთთან არსებული მოლაპარაკებათა სახეობებს გააჩნია ტექნიკური ხასიათი და შედეგი არ მოაქვს. ამიტომ, მისი აზრით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, მოსკოვთან დიალოგი წარმართოს „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში.

„რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის საკითხზე მოლაპარაკებების იდეა „ნორმანდიულ ფორმატში“ თავისებურად გამოიყურება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები, პირველ რიგში, ამ ორ ქვეყანას ეხება, ხოლო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში სრულიად განსაკუთრებული ვითარებაა“, - განაცხადა ნოვიკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა