სოფო კილაძე - ოკუპანტმა არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი ნამდვილი სახე

ოკუპანტმა სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე,- ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნას.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გასათავისუფლებლად.

"ცხინვალის დე- ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები, საქმიანობა არის უკანონო, შესაბამისად, მათ მიერ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არის უკანონო და ეს ასეთად არის შეფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. სამწუხაროდ, ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ რჩება უკანონო პატიმრობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავათავისუფლოთ ადამიანი უკანონო პატიმრობიდან.

სამწუხაროდ, ოკუპანტმა კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი ნამდვილი სახე და ისიც, რომ მათთვის ადამიანის უფლებები საერთოდ არაფრად ფასობს,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის