ვატო შაქარიშვილი - მერის და კონკრეტული ადამიანების პირადი სურვილების რეალიზაციას უფრო ემსახურება ბიუჯეტის პროექტი, ვიდრე თბილისელების პრობლემების გადაჭრას

ვფიქრობ, მერის და კონკრეტული ადამიანების პირადი სურვილების რეალიზაციას უფრო ემსახურება ბიუჯეტის პროექტი, ვიდრე თბილისელების პრობლემების გადაჭრას, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა თბილისის ბიუჯეტის შესახებ, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულოს კომისიები განიხილავენ, ხოლო ხვალ უნდა დამტკიცდეს.

„სულ ახლახანს დამტკიცებული ცენტრალური ბიუჯეტით შრომის ანაზღაურება გაეზარდათ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ექიმებს, ფორმიან ადამიანებს და ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან სახელმწიფოს. ჩვენც გვყავს, მუნიციპალიტეტს ასე ვთქვათ, ჯარისკაცები, ესენი არიან საბავშვო ბაღის პედაგოგები, აღმზრდელები, რომელთაც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აქვთ შეურაცხმყოფელი ანაზღაურება და სამწუხაროდ, ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც დღეს კენჭი უყარეს, პრიორიტეტად ნამდვილად არ არის დასახული ამ ადამიანების ღირსეული შრომის ანაზღაურება. ასევე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია პრიორიტეტების განაწილებასთან დაკავშირებით, რაც არის მუნიციპალიტეტის ფუნქცია. ვფიქრობ, მერის და კონკრეტული ადამიანების პირადი სურვილების რეალიზაციას უფრო ემსახურება ეს პროექტი, ვიდრე თბილისელების პრობლემების გადაჭრას. როდესაც პირველი პროექტი შემოვიდა, ჩვენ საჯაროდ ვთქვით, რომ იმ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში არ დავუჭერდით ასეთი ფორმით შემოტანილი ბიუჯეტის პროექტს მხარს, შესაბამისად, მე არ ვუჭერ ამ ფორმით შემოტანილ ბიუჯეტს მხარს", - განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, კითხვის ნიშნებია როგორც დაგეგმარებასთან და პრიორიტეტების განაწილებასთან დაკავშირებით, ასევე წლევანდელი ბიუჯეტის აღსრულებასთან მიმართებაში.

„სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის საკმაოდ დიდი პროცენტია მიმართული, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რომ პრიორიტეტების განაწილება, თუნდაც ეს იყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მათი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ასევე, ის თანხები, რომელიც ემატება რეკლამირებისა და კონკრეტული, მაღალი თანამდებობის პირების მარკეტინგულ ხარჯებს, და თქვენ ნახეთ, ეს იქნება „ფეისბუქი" თუ სხვადასხვა მიმართულება - მერის პიარ აქტივობებზე იხარჯება დამატებითი თანხები, კითხვები არის როგორც დაგეგმარებასთან და პრიორიტეტების განაწილებასთან დაკავშირებით, ასევე წლევანდელი ბიუჯეტის აღსრულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, დაგროვილი კითხვებისა და პრობლემებიდან გამომდინარე არ ვუჭერ ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს", - აღნიშნა შაქარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა